სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის პრესსამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ თანამდებობა დატოვა.

ინფორმაცია ამის შესახებ “Newsportal.ge”-ს თავად ლაგვილავამ დაუდასტურა.

“მქონდა შეხვედრა ახალ გუბერნატორთან რის შემდეგაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეტოვებინა თანამდებობა. არანაირი კონფლიქტი ჩვენს შორის არ ყოფილა. მე ჩემი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად წამოვედი უწყებიდან. გვაქვს შემოთავაზებები და სხვაგან ვგეგმავთ მოღვაწეობის გაგრძელებას”, – განაცხადა ლაგვილავამ.

ლაგვილავასთან ერთად დღესვე პოზიციები დატოვეს უწყების პრესსამსახურის თანამშრომლებმა თეონა კვარაცხელიამ და გოჩა ლემონჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშნ ასევე დაწერა გადადგომის შესახებ განცხადება გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი