კახა მიქაია: “ჩანაწერში იკვეთება კორუფციული დანაშაული და სწორედ ამიტომ გავხადე ის საჯარო”

“დაიცავი საქართველოს” ლიდერმა კახა მიქაიამ სუს-ის შენობა დატოვა. როგორც გამოკითხვის შემდეგ მიქაიამ განაცხადა, მან ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიასთან შესაძლო კორუფციული გარიგების ამსახველი ფარული ჩანაწერის სრული ვერსია გადასცა ანტიკორფციულ სააგენტოს.

“გარკვეული კითხვები მათ ჰქონდათ, რა თქმა უნდა, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ვიუსაუბრებ. იმედი მაქვს, მეხსიერების ბარათი რომელიც მე გადავეცი, დაეხმარება უწყებას, რომ გამოძიება ჩატარდეს სწრაფად და ეფექტურად. მე ვთქვი, რომ ჩანაწერში იკვეთება კორუფციული დანაშაული და სწორედ ამიტომ გავხადე ის საჯარო”, – აღნიშნა მიქაიამ.

ე.წ. “მოდულის” შენობაში ამ დრომდე იკითხებიან ჩანაწერში ხსენებული პირები ლაშა გოგია და ზურაბ კვირკვია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი