ლაშა გოგიას კომენტარი დაკითხვის შემდეგ: “ორშაბათს”

ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ და შესაძლო კორუფციული გარიგების საქმეში ხსენებულმა ბიზნესმენმა ზურაბ კვირკვიამ სუს-ის შენობა დატოვეს. ისინი მთელი დღის განმავლობაში უწყების ანტიკორუფციულ სააგენტოში იკითხებოდნენ.

შენობიდან გამოსვლის შემდეგ ყოფილი მერი ჟურნალისტებთან კომენტირებისას მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა – “ორსაბათს”, რაც სავარაუდოდ მის მიერვე დაანონსებულ ბრიფინგს გულისხმობს, რომელზეც ყოფილი მერი საქმის დეტალების გახმაურებას აპირებს.

რაც შეეხება ზურაბ კვირკვიას, მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება “დაიცავი საქართველოს” ლიდერის კახა მიქაიას მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ფარულ აუდიო-ჩანაწერს, სადაც ტელეკომპანიის მტკიცებით, საუბარია კორუფციულ გარიგებაზე და ჩანაწერის გმირები სწორედ ლაშა გოგია და ზურაბ კვირკვია არიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი