სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან არასამთავრობო ორგანოზაციების შესახებ კომენტარი გააკეთა.
„სამწუხაროა, როდესაც სიძულვილის გამომხატველი სიტყვები გაისმის ქალის მიმართ და ამაზე რეაქცია არ აქვთ ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს. მეორეს მხრივ, მგონი, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გაკეთებული უსაფუძვლო ბრალდებები და კრიტიკა ცილისწამებაში გადაიზარდა. მზად ვარ, რომ შევხვდე არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიდ პატივს ვცემ არასამთავრობო სექტორს და სამომავლოდაც, როგორც პრეზიდენტი, ხშირი ურთიერთობა მექნება მათთან”,- განაცხადა ზურაბიშვილმა