სალომე ზურაბიშვილი: “როგორც კი პრეზიდენტი გავხდები, შევკრებ იმ სტუდენტებს, რომლებმაც უცხოეთში ცოდნა სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღეს”

მე როგორც კი ვიქნები არჩეული პრეზიდენტი, შევკრებ ამ ახალგაზრდებს ვინც დაბრუნდება იქაური ცოდნით, იქ გატარებული წლების გამოცდილებით, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა იმ სტუდენტებზე ისაუბრა, რომელთა საზღვარგარეთ სწავლასაც ბიუჯეტი აფინანსებს და აღნიშნა, რომ ამსტუდენტების მიერ მიღებული ცოდნის ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენება უნდა მოხდეს.

“ჩვენგან, მიდის ძალიან ბევრი სტუდენტი. ზოგიერთი კანდიდატი ამბობს რომ მე გავუშვებო, მაგრამ ამ ფონდით ვერავის ისე რაოდენობრივადვერ გაუშვებს, მაგრამ დღეს უკვე ხელისუფლება უშვებს ძალიან ბევრ სტუდენტებს რომლებიც სწავლობენ სხვადსხვა ქვეყნებში. პრობლემა სადარის – ის  კი არა, რომ ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან, ის კი  არა, რომ ნიჭიერი ახალგაზრდები არა გვყავს, ის კი არა, რომ იქაც არ ასახელებენ საქართველოს და ბოლომდე არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას, ის კი არა, რომ არ ბრუნდებიან როგორც უწერიათ თავიანთხელშეკრულებაშირაც, წასვლისას რაზედაც აწერენ ხელს. პრობლემა ის არის, რომ როცა ბრუნდებიან,სახელმწიფო ვერ ხვდება როგორც უნდადახვდეს და ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ეუბნება რომ “ბოდიში მაგრამ თქვენთვის ადგილი არა გვაქვს” და ისინი ისევ მიდიან. ეს არის ისრაც ძალიან სწრაფად უნდა გამოსწორდეს. მე როგორც კი ვიქნები არჩეული პრეზიდენტი,შევკრებ ამ ახალგაზრდებს ვინც დაბრუნდება.იქაური ცოდნით, იქ გატარებული წლების გამოცდილებით და ვნახოთ როგორ შეიძლება, რომ ესენი მოვახმაროთ იმ ქვეყანას რომელმაცმათთვის დახარჯა თავისი ბიუჯეტის თანხები.ეს არის სწორი მიდგომა და ეს ქვეყანა ასევე ამით უნდა გაძლიერდეს”, -განაცხადა სალომეზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი