სალომე ზურაბიშვილი: “ყაზბეგი არის მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი”

ყაზბეგი არის მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში განაცხადა.

“ქვეყანა არ შენდება ერთი ადამიანით. ეს იყო ჩვენი, წარსულში ხშირად, შეცდომა, რომ გვეგონა, რომ შეიძლება ერთმა პრეზიდენტმაყველაფერი გადაწყვიტოს და ყველაფერი მოაგვაროს. ადამიანები ადამიანები არიან და ზე -პრეზიდენტები აღარ არიან, ყოველშემთხვევაში და ამას არ უნდა ველოდოთ. უნდა ველოდოთ როგორ შეიძლება ერთად ავაშენოთ ეს ქვეყანა და როგორ შეიძლებაერთად განვავითაროთ ეს რეგიონები. ამ კუთხით ყაზბეგი არის მაგალითი. მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფადგანვითარდეს რეგიონი, სადაც ადრე მე ვიყავი ჩამოსული და იყო საკმაოდ ჩამკვდარი, გაშეშებული და უცებ ამ ბოლო წლებისგანმავლობაში, ძალიან სწრაფად, სიცოცხლე დაუბრუნდა. კიდევ ერთხელ, ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა. შეიძლება ბევრად მეტიგვინდოდეს და უნდა გვინდოდეს. თუ არ გვაქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქალაქისთვის მეტი ამბიციები,მაშინ არაფერი არ მოხდება. ამიტომ, უნდა მეტი გვინდოდეს, მაგრამ ის, რაც მოხდა, ისიც უნდა დავინახოთ და დავაფასოთ. აქურიმაგალითი და ძალიან სამაგალითოა ეს საქართველოსთვის. აქაური მაგალითია, რომ ყველაფერი იწყება არა მაინც და მაინცსახელმწიფოდან, ამ შემთხვევაში ყაზბეგის გაცოცხლება დაიწყო კერძო ინიციატივით და გრძელდება კერძო ინიციატივებით, რაცარის შესანიშნავი და ახალგაზრდების ინიციატივით, რაც არის კიდევ უფრო დადებითი და კიდევ უფრო იმ მიმართულებისმაჩვენებელი, რომელიც გვინდა დავინახოთ სხვა რეგიონებში. ეს არის საწყისი, გეთანხმებით, არ არის ჯერ ის, რასაც ჰქვიანამდვილი განვითარება რეგიონის, მაგრამ ეს დაწყებული გზა არის ძალიან სწორად დაწყებული და ამიტომ, მე ამ მაგალითსსხვაგანაც ვყვები”.

ზურაბიშვილმა ადგილობრივებს საზღვრის დარაჯები უწოდა.

„თქვენ საზღვრის დარაჯები ხართ. პრეზიდენტი საზღვარზე, ტერიტორიაზე, დამოუკიდებლობაზეა პასუხისმგებელი. ისე,როგორც ადამიანს ხერხემალი ქვეყანას სჭირდება თავისი საზღვრების გამაგრება. თუ საზღვარი ძლიერი არ არის, მაშინსახელმწიფო ვერ არის სრულად ჩამოყალიბებული. ამრიგად, ამ რეგიონის განვითარება უნდა იყოს ამ ქვეყნის ერთ-ერთიპრიორიტეტი. ამ შემთხვევაშიც, მე ვიქნები თქვენი ელჩი მთავრობასთან, პარლამენტთან, რათა ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის,რომ სასაზღვრო რეგიონები, როგორც სახელმწიფო ინტერესი, წინ წამოიწიოს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი