ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე 3 ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წარუდგინეს

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე პროკურატურამ ყოფილი ხელისუფლების სამი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა.  ამის შესახებ ინფორმაციას  “რუსთავი 2” ავრცელებს. კურიერის ინფორმაციით, ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს – ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილს და გიორგი მერებაშვილს წაუყენეს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით,  საქმეში მთავარი მტკიცებულება 2007-2008 წლებით დათარიღებული აუდიოფაილია. საუბრის ჩანაწერის ექსპერტიზა პროკურატურის მოთხოვნით სამხარაულის ბიურომ 2016 წელს ჩაატარა.

დაკავებულ რევაზ შიუკაშვილის ადვოკატმა, ქეთი მირიანაშვილმა რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში  ისაუბრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წაყენებული ბრალდება აბსურდულია.

პატარკაციშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას სავარაუდოდ ხვალ გაავრცელებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი