ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამა კულტურის და სპორტის სფეროს წარმომადგენელებს გააცნეს

ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამის წარდგენა სხვადასხვა თემატური ჯგუფებისთვის ცალ-ცალკე მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის ზუგდიდის საარჩევნო შტაბი ავრცელებს.

პრეზიდენტობის კანდიდატის პრიორიტეტის გაცნობა ამჯერად, კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის მოხდა. სალომე ზურაბიშვილის პრიორიტეტებსა და კანდიდიატის უპირატესობის შესახებ შეკრებილებს, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ,  თბილისის ყოფილმა მერმა, პროფესორმა დავით ნარმანიამ, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ზამირა ღადუამ, პოეტმა ლია ნაროუშვილმა და მსახიობმა ბესო ბერუაშვილმა  მიმართეს.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან ჩართული. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდში ადგილობრივებთან 100-ზე მეტი, ინდივიდუალური, გაფართოებული და თემატური შეხვედრები გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი