გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

“ენერგო-პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი. 10:00-18:30 საათამდე მონაკვეთში 1618 აბონენტს სოფლებში ორულუ, დიდინეძი, კოლხიდა, ინგირის ნაწილი, კახათი და მიმდებარე სოფლებში, ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის, ბარამიას, რუსთაველის ქუჩების ნაწილში. ასევე, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი თორსა-დღვაბაში.

ფოთი. 11:00-15:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1270 აბონენტს ქ.ფოთში ნინოშვილის, აკაკის, კოლხეთის, ბარათაშვილის, კონსტიტუციის და მიმდებარე ქუჩებზე. 13:00-17:00საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1162 აბონენტს რუსთაველის, რკალი, წმ.გიორგის, რეკვავას, ვაჩნაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

სენაკი. 11:00-14:00საათამდე 1853 აბონენტს ქ.სენაკში რუსთაველის, კანკიას, ზ.გამსახურდიას, ჭყონდიდელის და მიმდებარე ქუჩებზე. 15:00-17:00საათამდე 1614 აბონენტს სოფლებში ძველი სენაკი, ნოქალაქევი, შხეფი,ქ. სენაკში სტალინის ქუჩაზე.

მარტვილი. 11:00-18:30საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 489 აბონენტს ქ.მარტვილში თელი წოწერიას, გორკის,თავისუფლების, ნუკრი გეგიას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში კიწია,ნოღა, ქვაითი და მიმდებარე სოფლებში.

წალენჯიხა. 11:00-18:00საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1282 აბონენტს სოფლებში ფახულანი, ლია, ტყაია, ჯგალი და მიმდებარე სოფლებში, ქ.წალენჯიხაში წმ.ნინოს, ლევან IIდადიანის, შანავას და მიმდებარე ქუჩებზე.

ჩხოროწყუ. 12:00-18:30საათამდე 273 აბონენტს სოფლებში ხაბუმე, ახუთი, ნოღა.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი