7 წლის ზუგდიდელმა კარატისტმა ილია გაბრავამ ბულგარეთის ქალაქ ვარნაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კარატეში (შოტოკანი) 6-7 წლიანებს შორის ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.
ილია უკვე მეორე წელია, შოტოკან კარატეში ვარჯიშობს.
ამ დროში მან შიდა თუ საერთაშორისო დონის შეჯიბრებებში ათამდე სერთიფიკატი და ჯილდო მოიპოვა .