“ქართული ოცნების” დაკვეთით კომპანია”ფსიქოპროექტმა” ეგზიტპოლი ჩაატარა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს.
ეგზიტპოლის შედეგები მედიას პარლამენტის თავმჯდომარემ გააცნო.
შედეგები ასეთია: სალომე ზურაბიშვილი – 52.3%, გრიგოლ ვაშაძე – 28.1 %, დავით ბაქრაძე – 9.2 %, ზურაბ ჯაფარიძე – 3.3%, შალვა ნათელაშვილი – 3.1%.
ეგზიტპოლი 100 უბანზე ჩატარდა და მის ფარგლებში 5124 ამომრჩეველი გამოიკითხა.
კვლევები დაუკვეთეს ოპოზიციურმა პარტიებმაც, როპლებიც აცხადებენ, რომ ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, შესაძლოა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნოს.