“გენდერული დისკუსიები” ზუგდიდში

ზუგდიდის გენდერის მედიაცნეტრი სამეგრელოს მუნიციპალურ ორგანოებში გენდერის მიმართულებით მომუშვე სპეციალისტებს შეხვდა.

მედიაცენტრის ხელმძღვანელის  განმარტებით, შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული ვითარებასა და მუნიციპალური ორგანოებთან რაიონებსა და ქალაქებში ცნობიერების ამაღლების მიზნით სამომავალო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

„შეხვედრაზე რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიმართვიანობის ნაკლებობა. ზოგიერთ რაიონში მათ დასახმარებლად საერთოდ არ არის გაწერილი ბიუჯეტიდან თანხები. ჩვენ ვეცდებით, ყველა მუნიციპალიტეტში შევიდეთ სხვადასხვა ინიციატივებით, რომლებიც ქალებს, მათ შორის ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს, მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ფინანსური თუ სხვა საჭიროებები, დაეხმარება“, – აღნიშნა მედიაცენტრის ხელმძღვანელმა ლევან სულაშვილმა.

„გენდერულ დისკუსიებს“ პროექტის “ხმა მიეცი თანასწორობას” ფარგლებში საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFEშ) მხარდაჭერით “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” და ზუგდიდის გენდერის მედიაცენტრი ახორცილებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი