მორიგი აქცია „მეტრო +“-ის წინააღმდეგ

ზუგდიდი-თბილისის და სხვა საქალაქთაშორისო ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია კომპანია „მეტროს“ წინააღმდეგ ზუგდიდშიც გამართეს.

მძღოლები კომპანიის ადგილობრივი სატრანსპორტო ბაზრიდან გასვლას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ავტობუსისთვის რეისის შესრულებაში ხელისშეშლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.

„მეტრო პლიუსში“ დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

აქციის მონაწილეები პრობლემის მოგვარების საქმეში ადგილობრივი მთავრობის ჩარევასაც ითხოვენ, თუმცა სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მხარეებს რამდენჯერმე შეხვდნენ, კერძო დავაში ჩარევა კი მათი პრეროგატივა არ არის.

კომენტარები

დატოვე კომენტარი