აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, სამეგრელოს რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა.
საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მოადგილესთან კობა ქანთარიასთან ერთად, სპეციალურად დაკომპლექტებულ ჯგუფებს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს მავნებელთან ბრძოლის 2019 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო და დაგემილი ღონისძიებების ძირითად პრიორიტეტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
“აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია – მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა, ასევე მონიტორინგი – აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენა, მავნებლის განვითარების ფაზების, პოპულაციის რიცხოვნობის დინამიკის და ღონისძიებების ჩატარების ვადების განსაზღვრა, ამის შემდეგ დაიწყება აზიური ფაროსანას კონტროლის ღონისძიებები – მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა, აღსანიშნავია სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები – საქართველოს პირობებში, აზიური ფაროსანას ბიოლოგიის შესწავლა, ბიოლოგიური მტრების გამოვლენა, მცენარეთა დაცვის სხვადასხვა, მათ შორის, ბიოლოგიური საშუალებების ეფექტიანობის დადგენა”, – განაცხადა შეხვედრაზე ლაშა შალამბნერიძემ.
მისივე ინფორმაციით, საკოორდინაციო მართვის ცენტრში შექმნილია, ასევე მავნებელთან ბრძოლის ახალი სისტემა, რომელიც მონიტორინგსა და ანალიზზე დაფუძნებულ, კომლექსურ ღონისძიებებს გაატარებს.
სამეგრელოში, გასვლითი შეხვედრები საკარმიდამო ტერიტორიებზე 22 მარტიდან დაიწყება. ფიტოსანიტრების და მონიტორინგის ჯგუფის წევრები საკარმიდამო ნაკვეთებს, თხილის ფართობებს, საცხოვრებელ შენობებს დაათვალიერებენ, სადაც შეისწავლიან მავნებლის რაოდენობას.