მძიმეა ზვიად გამსახურდიას ჯვარი, მაგრამ ღვთის მადლით, მან ბევრი სიკეთე გააკეთა – ილია მეორე

მძიმეა ზვიად გამსახურდიას ჯვარი, მაგრამ ღვთის მადლით, მან ბევრი სიკეთე გააკეთა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

სამების ტაძარში ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

„ამ კვირას კვირიაკეს კვირა ეწოდება, ჯვრის თაყვანისცემა. ყოველი ადამიანი არის მატარებელი ჯვარისა. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა ჩვენგანმა, ყოველმა ადამიანმა ბოლომდე მიიტანოს ჯვარი და გახდეს მკვიდრი სასუფევლისა. დღეს განსაკუთრებული დღეა. დღეს შესრულდა 80 წლის ზვიად გამსახურდია, პირველი პრეზიდენტი საქართველოსი. მძიმეა მისი ჯვარი, მაგრამ ღვთის მადლით, მან ბევრი სიკეთე გააკეთა საქართველოში ჩვენი ერისათვის“, – განაცხადა პატრიარქმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი