ია კერზაიას შვილს პროკურატურაში საქმის მასალებს აცნობენ

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას შვილი საქმის მასალებს ეცნობა. ბაჩანა შენგელია ადვოკატთან ერთად გენერალურ პროკურატურაში იმყოფება.

შენგელია ამბობს, რომ გამოძიება არასწორად მიმდინარეობს, რადგან განათლების მინისტრი არ დაკითხულა და სამხარაულის ეროვნულ ბიუროს ოჯახის მიმართვის მიუხედავად, ექსპერტიზა არ ჩაუტარებია.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გენპროკურატურამ გამოძიება 11 თებერვალს დაიწყო. სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის მტკიცებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც ის ინსპექტირების შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

უწყება ია კერზაიას შვილი დაზარალებულად არ ცნო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი