ანა წითლიძეს და გიორგი პატარაიას 2000-2000 ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ანი წითლიძე და პარტიის პრეს-სამსახურის უფროსი გიორგი პატარაია ორი მუხლით დამნაშავედ ცნო და 2000-2000 ლარიანი ჯარიმები შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს.

მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები ანა წითლიძე, გიორგი პატარაია და მანუჩარ ჩხეტია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 11 აპრილს დააკავეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი