ნაციონალური ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მსახიობმა და შოუმენმა, ვლადიმირ ზელენსკიმ 73,2%-ით გაიმარჯვა. მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მხარი ამომრჩევლის 25.3%-მა დაუჭირა.
უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. პრეზიდენტის ინაუგურაცია 31 მაისს უნდა გაიმართოს.
ეგზიტპოლების შედეგად, გამოიკითხა 300 საარჩევნო უბანი, 13000 ამომრჩეველი, ცდომილება კი ორი პროცენტია.