გიორგი შენგელია: ,,ჩემი მერობის პერიოდში ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება“

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდდიის მერობის კანდიდიატმა გიორგი შენგელიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმებზე ისაუბრა და ძირითად გამოწვევებს შეეხო. მისი თქმით ძირითადი პრობლემა რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აწუხებს, ეს საგზაო ინფრასტრუქტურაა.  მისი განცხადებით, წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის განხორცილებამ მნიშვნელოვნად დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა.

,,წყლისა და წყალარინების პროექტების განსახორციელებლად 220 მილიონი ლარი იხარჯება და ეს უნიკალური პროექტია.   მე ვდებ პირობას, რომ ჩემი მერობის პერიოდში გზის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და საგზაო ინფრასტრუქტურა აღდგება.

მიმდინარე წელს ჩვენს მუნიციპალიტეტში 50 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და ჩემი მერობის პერიოდში ეს ტემპი გაგრძელდება და მთავარი ვექტორი ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება.

10 ქუჩა კეთდება კაპიტალურად, ხოლო 100-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს,“ განაცხადა ზუგდდიის მერობის კანდიდატმა.

გარდა საგზაო ინფრასტრუქტურისა ზუგდიდში 40 მილიონი ლარი სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იხარჯება.  შენდება ახალი სასწარაფოს  და სახანძრო-სამაშველოს შენობები ზუგდიდისა და ანაკლიაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი