გიორგი შენგელია: ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები თუ როგორ უნდა განვავითროთ ზუგდიდი

,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის  კანდიდატმა გიორგი (გეგა) შენგელიამ, ტელეკომპანია ,,იმედის“ პირდაპირ ეთერში მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმაზე   და იმ უპირატესობებზე ისაუბრა, რაც მას კონკურენტებთან შედარებით აქვს.

,,ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები თუ როგორ უნდა განვავითაროთ  ჩვენი მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის მომავალს ვაგებთ საქმიან დამოკიდებულებაზე და ვემიჯნებით იმ პროვოკაციებს, რომელიც ჩვენს ოპონენტებს ახასიათებთ. ჩვენ ახალგაზრდულ გუნდთან ერთად  მოვდივართ და  განვახორციელებთ იმ სტრატეგიულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს მუნიციპალიტეტზე  იქნება მორგებული. ეს არის ჩვენი მთავარი ღირსება, რითაც გავიმარჯვებთ არჩევნებში“ – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდის მერობის კანდიდიატმა, ტელეკომპანია ,,იმედის“ პირდაპირ ეთერში  ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე და ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებზე ისაუბრა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი