“ფანცქალაშვილი დამიზნებით ესროდა თავში აქციის მონაწილეებს, მათ დაჭრეს თამარ ბაღაშვილი, რომელსაც საოპერაციოდ ამზადებენ” – ნოდარ მელაძე

“რუსთავი2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, გუშინ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ასე დამიზნებით ესროდა თავში, აქციის მონაწილეებს მათ შორის ჟურნალისტებს, მათ დაჭრეს კურიერის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, რომელსაც ახლა საოპერაციოდ ამზადებენ. თვალი ამოთხარეს ჩვენს თანამშრომელს, რომელსაც ყბის ძლები აქვს ჩამტვრეული. ჰოდა ხალხს აქვს უფლება იცნობდეს მათ!!! გაიცანით ზაზა ფანცქალაშვილი. ახლა მიდის სკანირება და ყველას დავადგენთ. გუშინ იყო ბრძანება დამიზნებით ესროლათ ჟურნალისტებისთვის, მთელს მსოფლიოში PRESS თუ აწერია, თუ კამერა უჭირავს თუ მიკროფონი უჭირავს არავინ ესვრის, თუ არ არის ჯალათი, ან რუსი ოკუპანტი !!! რატომ ესროდენენ დამიზნებით ჟურალისტებს, ვისი ბრძანება იყო? გავა დროს და თავად იტყვიან ეს სპეცრაზმელები!!!”, – წერს მელაძე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი