1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9096 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9096 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8320 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0776 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2599 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1778 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0821 ლარი შეადგინა.