“დიდი პატივია“ მისთვის ასეთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა – ვლადიმერ პუტინი გიორგი გაბუნიაზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „რუსთავი2“ -ის წამყვანის გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, „დიდ პატივად“ აფასებს. 

„ერთი ვიღაც გამოვიდა, რაღაც დააბრეხვა, თითქოს ვიღაც ყოფილიყო. მის შესახებ ადრე არავინ არაფერი იცოდა, ახლა კი ყველა მასზე ლაპარაკობს. ამ მხრივ მან თავისას მიაღწია. მას უფლებამოსილება შეუწყვიტეს ორი თვით და წავიდა დასასვენებლად. მერე მივა და სამსახურს შესთავაზებენ. მაგრამ არიან ადამიანები საქართველოში, რომლებიც ამის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავენ. “დიდი პატივია“ მისთვის ასეთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა“, – აღნიშნა პუტინმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი