ფოთში კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის განხორციელება დაიწყო

ფოთში კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან ერთად ქალაქის მუნიციპალიტეტიც არის ჩართული.

დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ქალაქ ფოთში, საქართველოს მთავრობის უშუალო დახმარებითა და თანადგომით, პირველად გასულ წელს მოხდა მწერებთან (კოღოსთან) ბრძოლის მსგავსი მასშტაბური სამუშაოების რეალიზება.

ქალაქის მასშტაბით ღია სივრცეები და წყალსატევები იწამლება ბიოლოგიური საშუალებებით, ხოლო არსებული შენობა-ნაგებობები და დახურული სივრცეები სპეციალური საშუალებებით მუშავდება. დეზინფექციისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო პრეპარატი „სოლფაკი“ გამოიყენება. პრეპარატის შესხურება წარმოებს ,,სკაუტ-36” აგრეგატით. პრეპარატით კოღოს კვერცხების ლიკვიდაცია ხდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი