ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღის მეზობლად დეველოპერული კომპანია „მარმაქს ჯორჯია“ პრემიუმ სეგმენტის ბინებს გთავაზობთ.
მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსი შედგება სამი კორპუსისაგან. აქედან ორი კორპუსი ერთმანეთის იდენტური იქნება, რაც მოიაზრებს 5 სართულს და 28 ბინას. მესამე კორპუსი იქნება 6 სართულიანი, სადაც განთავსდება 35 ბინა.
ბინა ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით: აშენებული ტიხრებით, გალესილი კედლებით, იატაკის მოჭიმვით, მაღალი ხარისხის ხის ფაქტურიანი (გერმანული და ავსტრიული წარმოების) კარ-ფანჯრით, ელექტრო გაყვანილობით, სანტექნიკის კვანძებით, გათბობის სისტემის მილგაყვანილობით, იაპონური წარმოების კომფორტული უჟანგავი ლითონით აწყობილი ლიფტით (ავტოფარეხიდან ბოლო სართულის ჩათვლით), პირველი სართულის მცხოვრებლებს კი უსასყიდლოდ უვადოდ გადაეცემათ ბინის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი, სადაც შესაძლებლობა ეძლევათ დამატებითი გამწვანება და ლამაზი ბაღი მოაწყონ.
დაინტერესებულ პირებს ბინის შეძენა მშენებლობის პარარელურად შეუძლიათ. ამ ეტაპზე დასასრულს უახლოვდება პირველი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. მიმდინარეობს ფასადისა და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
პროექტზე ,,მარმაქს ჯორჯიას“ დაკვეთით სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ მუშაობს.
„მარმაქს ჯორჯია“
გაყიდვების ოფისი: ზუგდიდი, დადიანის ქუჩა 18/20
ტელ:598 – 75 00- 00