პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას, რომელსაც გიორგი გახარია უხელმძღვანელებს, ნდობა ერთხმად გამოუცხადა. განახლებულ მინისტრთა კაბინეტს 98 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

შედეგად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარია გახდა, მის ადგილზე, შინაგან საქმეთა მნინსიტრად ვახტანგ გომელაური დაინიშნა. ცვლილება შეეხო თავდაცვის სამინისტროსაც – ლევან იზორია ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა.

სხვა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები კი მათსავე თანამდებობებზე გააგრძელებენ მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტიის მიერ პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენას საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. მთელი დღის განმავლობაში პარლამენტის შენობის წინ აქცია “სირცხვილია” მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი