გიორგი გახარია 20-21 ივნისის მოვლნების გამო თავს დამნაშავედ არ გრძნობს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას განცხადებიტ, 20-1 ივნისის ღამეს პოლიციის მიერ ახალგაზრდების დაზიანების და დასახიჩრების გამო თავს დამნაშავედ არ გრძნობს.

ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

“როდესაც მე ვამბობ, რომ ეს იყო პარლამენტზე შტურმი, ორგანიზებული პოლიტიკური ძალების მიერ, მასობრივი შეტევა პოლიციაზე, რომელიც ყველამ ნახა, ამის შემდგომ მე აბსოლუტურად გააზრებულად, თითოეულ კეთილსინდისიერ პოლიციელს ვინც ამ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, ვუხდი მადლობას, რომ მათ სახელმწიფო ინსტიტუტი გადაარჩინეს ძალადობრივი სტატუს-კვოს ცვლილებისგან და ამ დროს გადადგომით, მე რატომღაც ვიღაცას დავუდასტურებდი, რომ თავს ვგრძნობ დამნაშავედ. არ ვგრძნობ! მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეულ დაშავებულ ადამიანზე, რომელსაც მოხვდა რეზინის ტყვია, რომელმაც მიიღო სხვა სახის დაზიანება, თითოეულ მათგანზე, რომელმაც დაკარგა თვალი. უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი 2 ადამიანი გვყავს. მაგრამ პასუხისმგებლობას ასევე ვგრძნობ იმაზეც, რომ სახელმწიფომ მათზე ზრუნვის პოზიტიური ვალდებულება შეასრულოს. ასევე ვგრძნობ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ის პოლიციელები, რომლებიც აქ კეთილსინდისიერად იდგნენ, 2 საათის განმავლობაში ითმენდნენ 300 გატაცებულ ფარს, მათ გატაცებას ბრბოში, ფიზიკურ შეურაცხყოფას, ისინი ხვალ არ გახდნენ მორალური ბულინგის მსხვერპლი, რასაც ბევრი ცდილობს. მათ უნდა ჰქონდეთ შეგრძნება, ხვალ, ზეგ და მომავალში ისინი ამ ქვეყანას უნდა ემსახურონ. სახელმწიფო ინსტიტუტში ფიზიკურად შეჭრას ჰქვია შტურმი; აქ არ არის საუბარი სიმღერით, ცეკვით, ლექსებით ან კიდევ რაღაცით, შტურმით! ამას ჰქვია თავისი სახელი – ორგანიზებული თავდასხმა პოლიტიკური კონიუნქტურის რეალობის შეცვლის მიზნით. მე რომ დამეშვა მათი აქ შემოჭრა, მაშინ უნდა გადავმდგარიყავი“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი