გიგა ბოკერიასგან განსხვავებით მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, ვატარებ ჯვარს და 600 ეკლესია ავაშენე – მიხეილ სააკაშვილი

ბოკერიამ და ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.​

მისი თქმით, გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს.

„მაგალითად, მე ჩემი შეხედულებებით და ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვინც რა უნდა თქვას, ასეა, ვატარებ ჯვარს. ყველაფერს, რასაც გიგა ბოკერია აკეთებს, არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული. ყოველთვის, მთელი ეს წლები აკეთებდა ამას. განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულებით ქართული ტრადიციების, ქართული ფასეულობების მიმართ, რომელიც ჩემთვის არის უძვირფასესი და რომელიც ქართველი ხალხისთვის არის ყოველდღიური ცხოვრების… ჩვენი ხელისუფლების დროს მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთელი უბედურება რაცაა… ყველაფერი, რასაც აკეთებს ბოკერია, ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული. ჩემი თვალსაზრისი ასეთია. 600 ეკლესია მაქვს აშენებული ჩემი ინიციატივით, მათ შორის ბაგრატი. ეკლესიაში არ არის მარტო საქმე, ეკლესია ერთ-ერთი ელემენტია“,- განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი