ვაპირებ უახლოეს თვეებში ჩამოსვლას – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოში სანამ არ აღვადგენთ ქართულ სახელმწიფოებრიობას, არ გავჩერდები და ვაპირებ უახლოეს თვეებში ჩამოსვლას,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის აპირებს, რომ საქართველოში ივანიშვილის მმართველობას ქართველ ხალხთან ერთად დაასრულოს.

„მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ვარ ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი, მე ვარ პატრიოტი ქართველი. ერთხელ გადავკვეთე უკრაინის საზღვარი, როცა ხელისუფლება მემუქრებოდა დაპატიმრებით და უკრაინელმა ხალხმა გამათავისუფლა. მე არ მეშინია საქართველოში ჩამოსვლის“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი