მასწავლებლებს, სამართალდამცავებს, ჯარისკაცებს და ექიმებს ხელფასები ეზრდებათ

2020 წლის სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 100 ლარით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტი განიხილება.

მთავრობის მეთაურის თქმით, გაგრძელდება ხელფასების მატება სამართალდამცველების, ჯარისკაცების და მათთან გათანაბრებული პირებისთვის და სახელმწიფო თავისი ვალდებულებების ფარგლებში ამ ჯგუფს ხელფასს გაუზრდის მინიმუმ 125 ლარით.

„2020 წლის 1 ივლისიდან ასევე გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასებიც 100 ლარით. რა თქმა უნდა ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს არის მინიმუმი ის აუცილებელი მინიმუმი, რომლითაც ჩვენ აუცილებლად და ეფექტპირველ რიგში იმ სოციალურ ჯგუფებს რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყნის ურად უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს. ხაზგასმით აღვნიშნავ განვითარება და მომავალი – ეს გახლავთ ბავშვები, პენსიონერები, მასწავლებლები, სამართალდამცველები და ჯარისკაცები და რა თქმა უნდა ექიმები,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი