მამა პეტრეს მღვდელმსახურებაც აეკრძალა

სინოდის დღევანდელი სხდომის შემდეგ გვავრცელდა სხდომის ოქმი, სადაც ნათქვამია: “მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი, რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოს, აეკრძალოს მღვდელმოქმედება, გათავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად”.

იმავე ოქმის თანახმად, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ პეტრე ცააავას სინოდმა დღეს მღვდელმთავროს წოდებაც ჩამოართვა. როოგორც თავად მამა პეტრე აღნიშნავს, მან ამხილა აკლესიაში მამათმავლები და გადაწყვეტილებს სწორედ ამის შემდეგ იქნა მიღებული. მანვდე მამათმავლად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქიც მოიხსენია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი