პეტრე ცაავა სინოდის სხდომის პირდაპირ ეთერში ჩატარებას ითხოვს

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტობიდან გადაყენებული მეუფე პეტრე წმინდა სინოდის სხდომის პირდაპირ ეთერში ჩატარების ინიციატივით გამოდის.

ამის საფუძვლად მეუფე პეტრე ბევრ სიცრუეს და სასულიერო პირების ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ასახელებს.

„ვიდრე სინოდის სხდომა არ ჩატარდება ღია ეთერში და კამერები არ დაიდგმება, ეკლესიის დისკრედიტაცია არ შეწყდება. მომავალი სინოდის სხდომები აუცილებლად ღია ეთერში უნდა გავიდეს“, – განუცხადა მეუფე პეტრემ „მთავარ არხს“.

კომენტარები

დატოვე კომენტარი