პატრიარქის მხარდასაჭერად სამებისკენ მსვლელობა მოეწყო

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა ჩატრადა. მრევლის ნაწილი მეტროსადგურ ავლაბართან შეიკრიბება და სამებისკენ მსვლელობა მოაწყო. სინოდის სხდომის შემდეგ ეს პირველი წირვაა, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღავლინა. წირვაზე პატრიარქისადმი თანადგომის გამოსახატად პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ.

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში შეკრებილმა მრევლმა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ქადაგების დასრულების შემდეგ ემოციურად, ტაშით და სიტყვებით “გვიყვარხარ” გააცილა.

ტაძრის ეზოში პატრიარქის მხარდასაჭერად მორწმუნეების საკმაოდ დიდი რაოდენობაა შეკრებილი. ილია მეორემ დილიდან სამების ტაძარში მღვდელმსახურებთან ერთად წირვა-ლოცვა აღავლინა, რის შემდეგაც მრევლს მიმართა. უწმინდესმა მოუწოდა მორწმუნეებს, გაუფრთხილდნენ სამშობლოს და ეკლესიას.

დღევანდელ დღეს წმინდა სინოდის ხმაურიანი გადაწყვეტილება უძღოდა წინ. 31 ოქტომბერს სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა, ხოლო მეუფე იაკობს, რომელიც ამბობდა, რომ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, მღვდელმთავრობა შეუნარჩუნდა.

სხდომიდან პირველი პეტრე ცაავა გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ პატრიარქმა ის მღდელმთავრობიდან გადააყენა. მან ასევე განაცხადა, რომ „ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“. მოგვიანებით მან ეს სიტყვები განმარტა.

პეტრე ცაავას შემცვლელმა მეუფე გრიგოლმა დღეს საკვირაო წირვა მარტვილში პირველად ჩაატარა.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული სონოდის ოქმის თანახმად, პატრიარქმა სხდომაზე აღნიშნა, რომ მეუფე პეტრე იყო გამორჩეული მღვდელმთავარი, იყო ახალშექმნილი ხევის პირველი ეპისკოპოსი და მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი