ლევან შონია: “გიგა ოთხოზორიას ოჯახს ბინა გადაეცემა”

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას განცხადებით, ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს ბინა გადაეცემა. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მთლიანად თავის თავზე აიღებს დაკრძალვის ხარჯებს.

„მთავრობა დაღუპულის ოჯახისთვის ბინის გადაცემას აპირებს, გაიღებს დანარჩენ ხარჯებსაც, რომელიც ოჯახს სჭირდება“, – განაცხადა ლევან შონიამ.

ცნობისთვის, გარდაცვლილს მეუღლე და ორი შვილის დარჩა. ოჯახი ზუგდიდში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

გიგა ოთხოზორია 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. აფხაზმა მესაზღვრემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა. მიყენებული ჭრილობებით გიგა ოთხოზორია ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი