ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღე მშვიდობიანი მსვლეობით აღინიშნა

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღე სიმბოლურად მშვიდობიანი მსვლელობით აღინიშნა. მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას ძეგლთან შეიკრიბნენ და გიგა ოთხოზორიას მკვლელობა დაგმეს.

„მშვიდობის აქციას“ აფხაზი ეროვნების მოქალქეებიც შეუერთდნენ და შეკრებილებთან ერთად ოკუპაცია და ძალადობა დაგმეს.

სიმბოლური აქციის დასრულების შემდეგ გამსახურდიას ძეგლიდან დადიანების სასახლის მიმართულებით მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა  ადგილობრივი ხელისუფლების პირველამა პირებმა, სტუდენტებმა, არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლებმა და მოქალაქეებმა მიიღეს.

მსვლელობის დასრულების შემდეგ, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილ გიგა ოთხოზრიას ხსოვნას.

გიგა ოთხოზორიას დღეს დაკრძალავენ. 19 მაისს ხურჩაში მომხდარი მკვლელობის გამო, ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ყველა ღონისძიება გაუქმდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი