ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმი არ გაათავისუფლეს

ცხინვალში გამართულ სასამართლო სხდომაზე ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოსამართლემ წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა. წინასწარი ინფორმაციით, სასამართლო სხდომა მომავალ კვირაში განახლდება.

სასამართლო პროცესი დახურული იყო და მასზე მედიის წარმომადგენლებმაც ვერც შეძლეს დასწრება.

გაფრინდაშვილი მიმდინარე წლის 9 ნოემბერს დააკავეს და მის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი