ზუგდიდი-თბილისის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

აბაშაში, ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

ხანძრის ჩაქრობა დროულად მოხდა, შესაბამისად არავინ დაშავებულა.

მგზავრები დანიშნულების ადგილამდე მიკროავტობუსებით გადაიყვანეს.

როგროც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, ზუგდიდი-თბილისის ხაზზე მატარებლის პანტოგრაფსა და საკონტაქტო ქსელზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთი ვაგონის დაკვამლიანება. შემთხვევაზე მიმდინარეობს მოკვლევა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი