ზუგდიდში იტალიიდან ჩამოსული 7 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება, აქედან ერთი უცხოელია.
თითოეულ მათგანზე გაცემულია რეკომენდაციები და ამასთან ხორციელდება ბინაში ვიზიტები.
ამასთან, მესტიაში ოთხი ტურისტი იმყოფება თვითიზოლაციაში. როგორც ცნობილია, მათ არ უფიქსირდებათ ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევა დადასტურდა.