საქართველოში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადაიდო

საქართველოში სასწავლო პროცესი კიდევ ერთხელ, ამჯერად 21 აპრილამდე გადაიდო. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 23 მარტს გამოცემულ 181-ე დადგენილებაშია აღნიშნული.

დადგენილების თანახმად, შეზღუდვა ეხება ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებს.

ამასთან, იკრძალება ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მათ შორის, კონცერტები, სპექტაკლები, დროებითი და მუდმივი გამოფენები, რეპეტიციები, გასტროლები, მასტერკლასები, ტრენინგები და კონფერენციები, გარდა დისტანციური ფორმისა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი