საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის 86 წლის იყო.
“მინდა გითხრათ, რომ ეს გარდაუვალი იყო. ეს იყო 86 წლის ქალბატონი, რომელიც 2 კვირაზე მეტია ჩვენთანაა. პრაქტიკულად, ეს იყო ყველაზე მძიმე პაციენტი ალბათ, რაც კი ეპიდემიის დაწყებიდან შემოსულა კლინიკაში. გარდა იმისა, რომ ის 86 წლის იყო, მას ჰქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება, ჰქონდა მძიმე ორმხრივი პნევმონია, რომელიც შეფასებული იყო მაქსიმალური 24 ქულით, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, არ იყო დარჩენილი ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი, ჰქონდა მძიმე სეფსისი და კიდევ სხვა მძიმე გართულებები. სამწუხაროდ, გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – განაცხადა ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.