საქართველოში კორონავირუსისგან 46 ადამიანია გამოჯანმრთელებული

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 46 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, STOP.GOV.GE არის განთავსებული. ამავე მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 195 ადამიანი. გარდაცვლილია 3 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია – 4708 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370 მოქალაქეა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი