ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 94 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდგინდა.
საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მალხაზ ბასილაიას თქმით, გამოკვლეულთა შორის ტრაილერის მძღოლის კონტაქტებიც იყო.
“სულ 107 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში იყო გაგზავნილი ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში. აქედან 94 ტესტის პასუხი იქნა მიღებული. რაც შეეხება დარჩენილი 13 ტესტის პასუხს, ის ხვალ გახდება ცნობილი“, – აცხადებს ბასილაია.