პრეზიდენტის თქმით, უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ მან ივანიშვილი, გახარია და თალაკვაძე წინასწარ გააფრთხილა

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მან გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე წინასწარ გააფრთხილა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში განაცხადა.

„სრულიად დამოუკიდებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, გადაწყვეტილების გაჟღერებამდე ​შევატყობინე. შევატყობინე იმ შტოებს, ქვეყნის ინსტიტუტებს, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება იყოს სრულიად მოულოდნელი. კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და “ოცნების” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება 15 მაისს მიიღო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი