მომდევნო დღეებში საქართველოში წვიმა, ძლიერი ქარი და სეტყვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის ბოლოდან 4 ივნისის დილამდე და 4 ივნისის საღამოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.

მათივე ცნობით, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი