რუხის საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პირი გამოჯანმრთელდა

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, რუხის საავადმყოფოს ახალი კორონავირუსისგან უკვე შვიდი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას დღეს კიდევ ერთი პირი შეემატა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის რუხის საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით ექვსი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. მათ შორის ხუთი პირი ე.წ. სატვირთო ავტომობილის მძღოლის კლასტერიდან არის, ერთი კი, რუსეთის მოქალაქეა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი