“მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.
გიორგი რურუას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა გუშინ წარმოთქვა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური დევნის მაგალითია და მისი საქმე საბჭოთა პროპაგანდის გაგებით გააყალბეს.
ცნობისთვის, გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.