ფერმერები, რომლებსაც ნერგები სტიქიის გამო დაუზიანდათ, ან გაუნადგურდათ, სახელმწიფოსგან დახმარების სახით – ხარისხიან, ახალ ნერგებს მიიღებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
“ამ პროექტის ფარგლებში გაჩნდება ახალი, დამატებითი პროგრამა, რომლის ფარგლებში ფერმერი, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა და ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით ახალ, ხარისხიან ნერგებს მიიღებს. ეს შეეხება ვაზსაც. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პროგრამით მიეხმარება ქართველ ფერმერს, მევენახეს, რომ ჩაანაცვლოს უფრო ეფექტური, მაღალი ფასის ვაზის ჯიშებით ის ჯიშები, რომელიც მოჭარბებულად არის ქვეყანაში, მაგალითად – რქაწითელი. იმ შემთხვევაში, თუ მას ასეთი სურვილი ექნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ