კორონავირუსისგან 10 პაციენტი განიკურნა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის კიდევ 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ინფორმაციას Stopcov.ge ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1370 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1108-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6903 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.

კომენტარები

დატოვე კომენტარი