ნაკიფუელებმა წალენჯიხის გამგეობას ორ კვირიანი ვადა მისცეს

სოფელ ნაკიფუს მოსახლეობის ნაწილს, რომელიც დღეს დილიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან საპროტესტო აქციას მართავდა, რაიონის გამგებელი გოგა გულორდავა შეხვდა, რომელიც დაპირდა, რომ გზის პრობლემის მოგვარება მიმდინარე წლეს დაიწყება.

გამგებლის თქმით, ნაკიფუს გზის მოხრეშა უახლოეს დღეებში იგეგმება, მოასფალტების პროცესი კი, თანხების მოძიების შემთხვევაში, წელსვე, უკიდურეს შემთხვევაში კი 2017 წლის იანვარში დაიწყება.

აქციის მონწილეების განცხადებით, ისინი ადგილობრივ მთავრობას ორ კვირიან ვადას აძლევენ და იმ შემთხვევაში, თუ პროცესი არ დაიძრება, უფრო მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გამართავენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი