ნაკიფუელები წალენჯიხის გამგეობის წინ მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ

ამ წუთებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან, სოფელ ნაკიფუს მოსახლეობის ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია. ისინი გზის მშენებლობას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფლის გზაზე რთული მდგომარეობაა, ადგილობრივი მთავრობა კი მათ ყურადღებას არ აქცევს.

რამდენიმე  წუთის წინ აქციის მონაწილეებთან წალენჯიხის გამგებელი, გოგა გულორდავა გამოვიდა და პირადად ეცნობა მათ პრობლემებს.

წალენჯიხის ცენტრში აქციის პარალელურად სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი